ფეხბურთი

19:20 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალუ “ჰერტაში” გადავიდა

 

29 წლის კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი სალომონ კალუ კარიერას “ჰერტაში” განაგრძობს. ბერლინური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ლილის” ყოფილმა ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. Bild-ის ცნობით, “ჰერტამ” ფეხბურთელში 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

სალომონ კალუ “ლილში” 2012 წელს, “ჩელსიდან” გადავიდა. ფრანგულ კლუბში მან 79-ჯერ ითამაშა, 34 გოლი გაიტანა და 11-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

0.104015