იტალიური “ნაპოლის” ესპანელი შემტევი ხოსე კალიეხონი ტრავმირებულია და “ინტერთან” მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კალიეხონმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ტერფი დაიზიანა. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს მომავალში გაივლის და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.
ხოსე კალიეხონი “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონს ატარებს. იტალიური გუნდის მაისურით გამართულ 44 მატჩში მან 17 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.