ესპანეთიდან იტალიაში გადაბარგებული ესპანელი ფეხბურთელის, ხოსე კალეხონის სატრფო, მარტა პაოლო, ცოცხალი თავით არ აპირებს შეყვარებულთან იტალიაში საცხოვრებლად ჩასვლას და აქეთ ემუქრება: ”თუკი ხოსე იმ უბედურ იტალიის სამხრეთში საცხოვრებლად წასვლას მთხოვს, იმ წუთში დავშორდებიო”.
ახირებულ ქალს ჩვენს ტანჯულ პლანეტაზე აბა რა დალევს, მაგრამ როგორც ჩანს კალეხონის მეგობარი გოგო აშკარად ნამეტანი წუნია და თავისნათქვამა ვინმეა, თორემ დღისით-მზისით, ამოდენა მედიის წინ ასეთ სისულელეებს არ დააზღერთებდა და განეაპოლიტანებულ შეყვარებულს (რომელთანაც ერთი შვილი უკვე ჰყავს) თავს არ მოსჭრიდა.
ისე, ეს ჩვენი მარია პაოლო ბევრს კი იმუქრება, მაგრამ აგერ უკვე ხუთი წელიწადია ხოსე კალეხონს ხვდება და სხვაგან გახედვას (ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე ჩანს) არ აპირებს. მადრიდის “რეალიდან” გამობუნძულებულ კალეხონს შეიძლება მთლად ლეო მესისთანა ავტორიტეტი არა აქვს, მაგრამ მაინც ცნობილი ფეხბურთელია.