თამაშგარე

11:42 | 24.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ყურება როდმანთან ერთად სულ რაღაც 59 დოლარად

ვერ შეგპირდებით, რომ დენის როდმანთან ერთი-ერთზე იჯდებით და ერთად უყურებთ კალათბურთს, მაგრამ 59 დოლარი არც ისე ბევრია კალათბურთის ვარსკვლავის სიახლოვეს დასაჯდომად.
როდმანის კარიერის მოყოლა ალბათ არავის სჭირდება - თუ რა წარმატებული იყო ერთ დროს. მას უკვე ნაყიდი აქვს ბილეთები „ჩიკაგოს“ თამაშზე ფილადელფიაში. შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ ბილეთები იმავე სექტორში და არ არის გამორიცხული, მასთან გასაუბრების შანსიც მოგეცეთ.
59-დოლარიანი პაკეტის გარდა არის კიდევ „ვიპ“-შემოთავაზებაც, 129 დოლარად, მაგრამ ამას ბევრი მსურველი არ გამოხმაურებია და ჯერ მხოლოდ 19 ბილეთი გაიყიდა. ალბათ 90-იანი წლების ვარსკვლავთან ჯდომა და მისი ისტორიების სმენა არც ისე საინტერესოა ბევრისთვის, როგორც, თუნდაც ლამაზი ქალის გვერდით ყოფნა და მისი მოსმენა, სხვა თუ არაფერი ქალი მაინცაა.
 

0.201235