თელავმა კალათბურთში კახეთის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა მთელი კახეთიდან – სიღნაღიდან, გურჯაანიდან, ლაგოდეხიდან, დედოფლისწყაროდან, ახმეტიდან და რა თქმა უნდა, თელავიდან.
ტურნირს დაესწრო და დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კალათბურთის ფედრაციის ხელმძღვანელობამ: პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს თელავისა და გურჯაანის გუნდები შეხვდნენ. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და თელავური “ბურჯი-95“-ის გამარჯვებით, 101:31 დასრულდა.
თელაველთა ღვაწლმოსილი მწვრთნელი ნოდარ იანქოშვილი კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
www.gbf.ge