კალათბურთი

17:25 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთელთა ნაკრები 20 აგვისტოს ღია ვარჯიშს გამართავს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საქართველოშია. ფედერაცის პრეს-სამსახურის ცნობით, იგორ კოკოშკოვის გუნდი თბილისში დღეს, გამთენიისას, საფრანგეთიდან ჩამოფრინდა და სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ დაბინავდა.

ეროვნული ნაკრები დღეს, 19 აგვისტოს დაისვენებს, ხოლო ხვალიდან ვარჯიშებს განაახლებს. საქართველოს ნაკრები თბილისში 23 აგვისტომდე დარჩება, 24-ში გამთენიისას კი გეზს ისრაელისკენ აიღებს, სადაც მორიგ საკონტროლო მატჩებს გამართავს.

ისრაელიდან ნაკრები ლიტვაში გაემგზავრება ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად და 2 სექტემბერს სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ  ჩარტერული რეისით ჩავა. ხვალ, საქართველოს ნაკრები მასმედიისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.

0.14785