თამაშგარე

11:17 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთელი და უცხოპლანეტელები

 ნბა-ში მოასპარეზე “ნიუ-იორკ ნიქსის” ყოფილი მცველი ბერონ დევისი ირწმუნება, რომ ლას ვეგასიდან ლოს-ანჯელესისკენ მგზავრობისას უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს.

დევისი ჰყვება, რომ მოულოდნელად რკინის კუბში აღმოჩნდა, სადაც ნახევრადადამიანები, არამიწიერი არსებები თვალებში სხვადასხვა ფერის ნათურებს ანათებდნენ და ცხვირში უცხო სხეულებს ურჭობდნენ. გონსმოსული კი, ისევ თავის მანქანაში აღმოჩნდა.

არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, ეს ცალკე თემაა, მაგრამ გასარკვევია დევისი იმ სიტუაციაში ფხიზლად იმყოფებოდა თუ ეს ამბავი მხოლოდ მისი არაფხიზელი ფანტაზიის ნაყოფია.

0.12826