ჩოგბურთი

0:36 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას წარმატებული სტარტი

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა ოქსანა კალაშნიკოვას და კატარჟინა პიტერის წყვილმა.

მე-4 ნომრად განთესილმა ქართულ-პოლონურმა დუეტმა ბელარუსულ-გერმანული ტანდემი (პეხოვა-ზანდერი) 6:4, 6:0 დაამარცხა და 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

NURNBERGER VERSICHERUNGSCUP 2014-ის მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და პიტერი ჰოლანდიელ კრაიჩეკს და ჩეხ კაროლინა პლისკოვას გაეჯიბრებიან, რომელთაც ავსტრიელ მეუსბერგერს და ლიხტენშტეინელ ვონ დეიხმანს 6:3, 6:4 სძლიეს.

0.115754