ჩოგბურთი

18:43 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას ტაი-ბრეიკები დოჰაში

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ფრანგი კაროლინ გარსიას წყვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 440 070 დოლარი) 2 მატჩი ჩაატარა და საინტერესო ის გახლდათ, რომ ოთხივე გეიმში საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა.

Qatar Total Open 2014-ის საწყის რაუნდში კალაშნიკოვამ და გარსიამ გერმანელი კრისტინა ბარუა და ფრანგი ლაურა ტორპე 7:6 (7:5), 7:6 (9:7) დაამარცხეს, მერვედფინალში კი მე-3 განთესვის მქონე ჩეხ კვეტა პეშკესთან და სლოვენიელ კატარინა სრებოტნიკთან 6:7 (1:7), 6:7 (6:8) წააგეს.

ქართველმა და ფრანგმა ჩოგბურთელებმა დოჰაში 105-105 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

0.118303