ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და პოლონელმა ალისია როსოლსკამ კანადის ქალაქ ტორონტოში მიმდინარე “როჯერს ქაფზე” (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულეს. წყვილთა შეჯიბრში მოპოვებული 2 გამარჯვების კვალად, კალაშნიკოვა და როსოლსკა მე-2 ნომრად განთესილ რუსულ დუეტთან (მაკაროვა-ვესნინა) 4:6, 2:6 დამარცხდნენ. ოქსანამ და ალისიამ 225 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს და რეიტინგში წინსვლა ელით.