ჩოგბურთი

23:38 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მარცხი პარიზში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მეწყვილე გაბრიელა დაბროვსკისთან (კანადა) ერთად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე Open GDF SUEZ-ის გათამაშებაში (საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარი) ჩაერთო, თუმცა, პირველივე რაუნდში მარცხი განიცადა.

კალაშნიკოვამ და დაბროვსკიმ რუს ვერა დუშევინასთან და ესპანელ არანჩა პარა სანტოიასთან საწყისი სეტი სათავისოდ დაასრულეს, საბოლოოდ კი, 6:3, 3:6, 5:10 დამარცხდნენ. შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და მეტოქეებმა ერთმანეთის მოწოდება ოთხ-ოთხჯერ მოიგეს.

0.118338