ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და იაპონელი შუკო აოიამას წყვილი ინდიან ველსის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 946 740) პირველივე წრეში დამარცხდა.
კალაშნიკოვა და აოიამა პირველ ნომრად განთესილ ტაივანურ-ჩინურ დუეტს (სუ-ვეი ჰსიე/შუაი პენგი) დაუპირისპირდნენ და გასაკვირი არ ყოფილა, რომ უშანსოდ – 1:6, 2:6 წააგეს.
კალაშნიკოვას და აოიამას ინდიან ველსში 10-10 სარეიტინგო ქულა ერგოთ.