ჩინეთის ქალაქ ნინგბოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილმა – ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილმა ჩეხური დუეტი (
შედეგად, ოქსანამ და ირინამ 85 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, შემდეგ ეტაპზე კი ჩინურ-იაპონურ (ჰანი-მიამურა) წყვილს გაეჯიბრებიან.
ცნობისთვის, ნინგბოს ტურნირის ფინალში გასვლისთვის 117 ქულაა გათვალისწინებული, გამარჯვებული დუეტი კი აქტივს 160 ქულას შემატებს. ისიც ვთქვათ, რომ შეჯიბრს უკვე გამოეთიშნენ პირველ და მეორე ნომრებად განთესილი წყვილები, რაც კალაშნიკოვას და ბურიაჩოკის შანსებს საგრძნობლად გაზრდის.