ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და პოლონელი ალისია როსოლსკას წყვილმა საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში 2 გამარჯვება იზეიმა, მერვედფინალის დაძლება კი ვეღარ მოახერხა.
მე-3 წრეში ქართულ-პოლონური დუეტი მე-10 განთესვის მქონე ფრანგულ-ყაზახურ წყვილს (მლადენოვიჩი-ვოსკობოევა) დაუპირისპირდა და უშანსოდ – 1:6, 1:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ “როლან გაროსის” მერვედფინალში გასვლით კალაშნიკოვამ 280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ამჟამად, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში ოქსანას 978 ქულა გააჩნია და 96-ე ადგილზე იმყოფება.