ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილი, რომელიც ავსტრალიის ქალაქ ჰობარტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი, ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა პირველ წრეში სამხრეთაფრიკელი ნატალი გრენდინი და ამერიკელი ელისონ რისკე 4:6, 6:4, 10:4 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი ესპანელებთან (ლარა არუაბარენა/სილვია სოლერ-ესპინოსა) 5:7, 1:6 წააგეს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდნენ.