ჩოგბურთი

1:41 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ მე-2 რაუნდში წააგო

წლევანდელ უიმბლდონს ბოლო ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა. წყვილთა ტურნირის მე-2 რაუნდში ოქსანა კალაშნიკოვა და სლოვაკი იანა ჩეპელოვა მე-2 ნომრად გამთესილ ჩეხურ დუეტს (ჰლავაჩკოვა-ჰრადეცკა) დაუპირისპირდნენ და 1:6, 1:6 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის 1/16-ფინალში გასვლის წყალობით, კალაშნიკოვამ და ჩეპელოვამ 160 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ამ დროისთვის, ოქსანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში 1314 ქულით 73-ე ადგილი უკავია და ეს მისი კარიერის საუკეთესო მაჩვვენებელია.

0.111796