ჩოგბურთი

20:43 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ იმარჯვა, შაფათავა დამარცხდა

ავსტრალიის ქალაქ ჰობარტში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია. “ჰობარტ ინტერნეიშენელში” ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილთა თანრიგში ჩაებნენ.

მე-3 განთესვის მქონე ოქსანა კალაშნიკოვამ და უკრაინელმა ირინა ბუიაჩოკმა სამხრეთაფრიკელი ნატალი გრენდინი და ამერიკელი ელისონ რისკე 4:6, 6:4, 10:4 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ავსტრალიურ (ოლივია როგოვსკა-სტორმ სანდერსი) და ესპანურ დუეტებს (ლარა არუაბარენა-სილვია სოლერ-ესპინოსა) შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.

აქვე ვთქვათ, რომ კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა ჰობარტში უკვე გაინაღდეს 60 სარეიტინგო ქულა, ნახევარფინალში გასვლა კი მათ 110 ქულას მოუტანს.

სამწუხაროდ, ტურნირს უკვე გამოეთიშა სოფო შაფათავა, რომელიც ავსტრალიაში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ირჯებოდა. ამ დუეტმა მე-4 რეიტინგით მოასპარეზე ტაივანურ-სლოვაკურ წყვილთან (იუნ-იან ჩანი-ჟანეტ ჰუსაროვა) 4:6, 1:6 წააგო.

0.113987