ჩოგბურთი

16:36 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ დედაქალაქს მიაშურა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დედაქალაქ ბეიჯინგში (“ჩვენებურად”, პეკინში) გადაინაცვლა და წყვილთა ტურნირში ჩეხ კლარა კუკალოვასთან ერთად ითამაშებს.

ქართულ-ჩეხური დუეტი China Open-ის (საპრიზო ფონდი 5 427 105 დოლარი) პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე რუმინელებს – სიმონა ჰალეპს და რალუკა ოლარუს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, მხოლოდ საწყისი წრის დაძლევისთვის, ჩოგბურთელები 120 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, გამარჯვებულები კი ერთბაშად 1000 ქულით “გამდიდრდებიან”.

0.113243