ჩოგბურთი

2:42 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ ბუქარესტში ფავორიტებს აჯობეს

 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც წყვილებში სერბ ალეკსანდრა კრუნიჩთან გახლავთ შეამხანაგებული.

პირველ რაუნდში ოქსანა და ალეკსანდრა მე-2 ნომრად განთესილ სლოვაკურ-ჩეხურ დუეტს (ჯანეტ ჰუსაროვა-რენატა ვორაცოვა) გაეჯიბრნენ და სამ სეტში – 6:4, 0:6, 10:4 იმარჯვეს.

აღნიშნულის წყალობით, კალაშნიკოვამ და კრუნიჩმა 60-60 ქულა მიიღეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც შესაძლოა, აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ტატიშვილის და პოლონელი პაულა კანიას წყვილს შეხვდნენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აღნიშნული ტანდემი არგენტინელ ბუას და ჩილელ სეგუელს აჯობებენ.

ავსტრიულ ბად გაშტეინის ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) გამოეთიშა საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა. მან და რუსმა მარინა მელნიკოვამ მე-4 რეიტინგის მქონე გერმანელ ბაროისს და ბერძენ დანილიდუს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, 6:4, 4:6, 7:10 დამარცხდნენ.

0.114972