22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ გახლდათ ორგანიზებული. მართალია, ოქსანამ წყვილთა თანრიგში იმარჯვა, თუმცა, ეს მაინც გამორჩეული მოვლენაა.
კალაშნიკოვას ტრიუმფი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ტურნირზე შედგა, რომლის დირექტორიც ასევე ქართველი ლეილა მესხი გახლდათ. ოქსანა 235-ათასიან “ბაქოს თასზე” უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად მე-2 ნომრად გახლდათ განთესილი და საჩემპიონო გზაზე 4 გამარჯვება იზეიმა.
კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა საწყის რაუნდში რუმინელ კადანტუს და ესპანელ ფერერ სუარესს 6:1, 6:2 სძლიეს, შემდეგ ბელარუს კრემენს და რუს მელნიკოვას 6:4, 7:5 აჯობეს, ნახევარფინალში კი მე-4 განთესვის მქონე ჩეხი დები პლისკოვები 6:1, 6:4 დაამარცხეს.
ქართულ-უკრაინულმა წყვილმა ტურნირზე ერთადერთი სეტი ფინალში დათმო, თუმცა, საერთო წარმატებისთვის ეს ხელისშემშლელი პირობა არ გამხდარა. ოქსანამ და ირინამ გადამწყვეტ მატჩში ბერძენ დანილიდუს და სერბ კრუნიჩს 4:6, 7:6 (7:3), 10:4 მოუგეს.
ბაქოს ტურნირის მოგებისთვის 280 სარეიტინგო ქულა იყი გათვალისწინებული, რაც კალაშნიკოვას საკმაოდ ახეირებს. ცნობისთვის, WTA-ს წყვილთა რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 1360 ქულით 66-ე ადგილზე იმყოფება, განახლებულ კლასიფიკიცაში კი მოწინავე ორმოცდაათეულს მიუახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ “ბაქოს თასის” ერთეულთა ტურნირის საწყის ტურში კალაშნიკოვა ჩეხ ტერეზა მარტინცოვასთან 3:6, 7:6 (7:1), 1:6 დამარცხდა, ხოლო ანა ტატიშვილმა იტალიელ ნასტასია ბარნეტთან 2:6, 3:6 წააგო. წყვილებში ტატიშვილი და სერბი ვესნა დოლონცი მეოთხედფინალამდე მივიდნენ, სადაც ხსენებულ პლისკოვებს ვეღარ გაუმკლავდნენ – 3:6, 6:3, 7:10.
ცნობისთვის, ტატიშვილს მომდევნო ტურნირი ვაშინგტონში
დასასრულ სოფო ქვაცაბაიაზეც ვთქვათ, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰორბში გამართულ 10-ათასიან ტურნირზე ირჯებოდა და მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა. მე-6 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ გერმანელ კაროლინ უებელჰოერს 6:3, 6:3 მოუგო, რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძეს კი 6:3, 7:6 (7:5) სძლია. სავარაუდოდ, ტრავმის გამო, სოფო მეოთხედფინალში ჩეხ