ჩოგბურთი

23:13 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა წყვილებში ითამაშებს

მას შემდეგ, რაც აშშ-ს ღია პირველობის ერთეულთა ტურნირს სოფო შაფათავა გამოეთიშა, ქართველი ქომაგის ყურადღება წყვილთა შეჯიბრისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს.

კალაშნიკოვა უკრაინელ ოლგა სავჩუკთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში შვეიცარიელ რომინა ოპრანდის და ამერიკელ შელბი როჯერსს გაეჯიბრება.

3 ქართველი ჩოგბურთელი იასპარეზებს იტალიის ქალაქ ბაგნატიცაში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირში. მე-4 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე ფრანგ მანონ არკანიოლის გაეჯიბრება, სოფო ქვაცაბაია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ანა კორჟენიაკს ეთამაშება, ხოლო მაკა ჩახნაშვილი-რამცინგერის მეტოქე ასევე კვალიფიკანტი ჯულია სარტორი (იტალია) იქნება.

აქვე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებული რეიტინგიც: 192 (192). სოფო შაფათავა – 291 ქულა; 325 (326). ეკატერინე გორგოძე – 123; 465 (465). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 495 (495). სოფო ქვაცაბაია – 62; 622 (624). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 38; 733 (736). მარიამ ბოლქვაძე – 25; 1208 (9999). თამარ კუტუბიძე – 4; 1254 (1259). თამარ ჭალაგანიძე – 3;

0.117051