ჩოგბურთი

16:36 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა სტამბულის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, დამაჯერებლად ასპარეზობს.

კალაშმიკოვამ პირველ რაუნდში თურქ იპელ სოიულუს 6:4, 6:3 სძლია, შემდეგ კი მე-8 განთესვის მქონე სლოვაკი ზუზანა ზლოჩოვასაც იდენტური ანგარიშით მოუგო და მეოთხედფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 14 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ოქსანას მომდევნო მეტოქე მე-4 ნორად განთესილი უკრაინელი კატერინა კოზლოვა იქნება, რომელმაც იაპონელ მარი ტანაკას სამ სეტში 1:6, 6:2, 6:3 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და უკრაინელი ნადია კიჩენოკი პირველ ნომრად არიან მიჩნეულნი და მეოთხედფინალში თურქ სეზერს და ბოსნიელ ტინჯიჩს ეთამაშებიან.

0.128738