ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და ბელარუსი ოლგა გოვორცოვას წყვილი პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
კალაშნიკოვა და გოვორცოვა პოლონელ კლაუდია იანს-იგნაჩიკს და უკრაინელ მარინა ზანევსკას გაეჯიბრნენ და 5:7, 2:6 წააგეს.
შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში ანა ქადაგიძე და რუსი ანასტასია ციგანოვა ბრიტანელ სილვასთან და ბელგიელ ვან დერ სიპტთან 2:6, 0:6 დამარცხდნენ. ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი მე-4 ნომრად განთესილ ავსტრიელ პია კიონიგს გაეჯიბრება.