მოსკოვში მიმდინარე “კრემლის თასის” გათამაშებაში ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა შეჯიბრში ჩაერთო, თუმცა, პირველივე რაუნდში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად მე-4 განთესვის მქონე ამერიკულ-პოლონურ დუეტს (ჰუბერი-როსოლსკა) დაუპირისპირდა და 2:6, 6:7 (5:7) წააგო. ცნობისთვის, “კრემლის თასის” პირველი რაუნდის დაძლევისთვის 120 სარეიტინგო ქულა გახლდათ გათვალისწინებული.