ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე 250-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.
წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი კალაშნიკოვა და პოლონელი კატარჟინა პიტერი ჰოლანდიურ-ჩეხურ დუეტს (კრაიჩეკი-კაროლინა პლისკოვა) დაუპირისპირდნენ და 4:6, 6:7 (6:8) წააგეს.
ოქსანამ და კატარჟინამ NURNBERGER VERSICHERUNGSCUP 2014-ზე 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.
ისიც ვთქვათ, რომ მომავალი კვირიდან კალაშნიკოვა და პიტერი საფრანგეთის ღია პირველობაში ჩაებმებიან.