ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილმა, რომელიც “ბაქოს თასზე” (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) მე-2 ნომრადაა განთესილი, მე-2 მატჩიც მოიგო და ნახევარფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 130 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.
კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა მეოთხედფინალში
ანა ტატიშვილის და სერბი ვესნა დოლონცის დუეტი მეოთხედფინალში ჩეხი დების – კაროლინა და კრისტინა პლისკოვების წყვილს გაეჯიბრება, რომელიც ბაქოს ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი.
თურქეთში, სტამბულის 10-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. ქართველმა ჩოგბურთელმა პუერტო რიკოელ ალექს ლომპარტთან 6:7 (8:10), 1:6 წააგო.