ოქსანა კალაშნიკოვას და გაბრიელა დაბროვსკის წყვილმა მექსიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა და კანადელმა ჩოგბურთელებმა ფრანგი ამანდინ ჰესე და ამერიკელი ჩიე-იუ ჰსუ 6:4, 6:2 დაამარცხეს 110-110 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.
ნახევარფინალში კალაშნიკოვა და დაბროვსკი მე-3 ნომრად მიჩნეულ ხორვატულ-ამერიკულ დუეტს (დარია იურაკი-მეგან მულტონ-ლევი) გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 180-180 ქულას მიიღებენ.
მონტერეის ტურნირის ჩემპიონები 280-280 ქულით დაჯილდოვდებიან.