ჩოგბურთი

1:24 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალშია

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და პოლონელი ალისია როსოლსკას წყვილი კანადის ქალაქ ტორონტოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) წარმატებულ სვლას განაგრძობს.

კალაშნიკოვამ და როსოლსკამ “როჯერს ქაფის” საწყის რაუნდში კანადელ ეუჟენი ბუშარს და ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს 4:6, 6:3, 10:7 სძლიეს, მერვედფინალში კი მე-5 განთესვის მქონე ინდოელი სანია მირზა და ჩინელი ჟი ჟენგი 3:6, 6:1, 10:6 დაამარცხეს.

ამ წარმატების წყალობით, ოქსანამ და ალისიამ 225 სარეიტინგო ქულა მიიღეს, მეოთხედფინალში კი რუსულ (მაკაროვა-ვესნინა, მე-2 განთესვა) და რუსულ-ავსტრალიურ დუეტებს (კუდრიავცევა-როდიონოვა) შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.

0.118655