ჩოგბურთი

22:39 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა – კორეიდან ჩინეთში

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სამხრეთკორეული სეულიდან ჩინურ ვუჰანში გადაინაცვლა და ძალებს მორიგ საერთაშირისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 2 440 070 დოლარია.

საინტერესოა, რომ სეულის ტურნირზე ოქსანას მეწყვილე ჩეხი რენატა ვორაცოვა გახლდათ, 2014 DONGFENG MOTOR WUHAN OPEN-ზე კი ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ლაურა ტორპესთან ერთად ითამაშებს.

საწყის რაუნდში კალაშნიკოვა და ტორპე გერმანელ მონა ბარტელს და ლუქსემბურგელ მენდი მინელას გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 105-105 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

ისიც ცნობილია, რომ თუკი ქართველმა და ფრანგმა იმარჯვეს, მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ჩეხურ-ჩინურ დუეტს (ჰლავაჩკოვა-პენგი) ეთამაშებიან.

0.13151