ჩოგბურთი

14:13 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა გამოეთიშა, შაფათავა იწყებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუმინელ რალუკა ოლარუსთან ერთად გერმანიაში შტუტგარტის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარი) ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.

კალაშნიკოვა და ოლარუ სერბ ელენა იანკოვიჩს და რუს ალისა კლეიბანოვას დაუპირისპირდნენ და 3:6, 0:6 დამარცხდნენ, არადა, მეოთხედფინალში გასვლა 100 სარეიტინგო ქულას იძლეოდა.

თურქეთის ქალაქ სტამბულში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე იტალიელი მარია-ელენა კამერინი იქნება.

წყვილთა ტურნირში შაფათავას და პოლონელი პაულა კანიას მე-3 ნომრად განთესილი დუეტი ჩეხურ ტანდემს (პეტრა კრეიშოვა-ტერეზა სმიტკოვა) გაეჯიბრება.

0.136182