ჩოგბურთი

16:32 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ფლორიდულ წყვილებში

მას შემდეგ, რაც ფლორიდულ მაიამიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირს (საპრიზო ფონდი 5 427 105 დოლარი) ანა ტატიშვილი გამოეთიშა, ქართველ გულშემატკივარს საქომაგოდ ოქსანა კალაშნიკოვაღა შერჩა. ეს უკანასკნელი ძალებს არა ერთეულებში, არამედ წყვილთა შეჯიბრში მოსინჯავს.

კალაშნიკოვა რუს ალისა კლეიბანოვასთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში ტაივანელი ჩია-იუნგ ჩუანგის და სამხრეთაფრიკელი ჩანელ შეეპერსის დუეტს გაეჯიბრება. პირველი წრის დაძლევისთვის, კალაშნიკოვა და კლეიბანოვა 120-120 ქულას მიიღებენ.

 

0.124888