ჩოგბურთი

16:53 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ფინალშია!

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

კალაშნიკოვას და უკრაინელი ლიუდმილა კიჩენოკის დუეტი პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და ჯერჯერობით, ფავორიტის სტატუსს სრულად ამართლებს – გადამწყვეტ შეხვედრამდე სეტისწაუგებლად მივიდა.

ოქსანამ და ლიუდმილამ პირველ რაუნდში დაისვენეს, შემდეგ თურქ სეზერს და ბოსნიელ ტინჯიჩს 6:3, 6:1 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში თურქი ერაიდინი და რუსი კულიჩკოვა 6:1, 7:6 (7:0) დაამარცხეს.

ფინალში ქართულ-უკრაინული წყვილი უკრაინულ-სლოვენიურ ტანდემს (ფომინა-პრისლანი) გაეჯიბრება, რომელმაც გზიდან მე-2 განთესვის მქონე თურქული დუეტი (ბუიუკაკჩაი-ოზგენი) ჩამოიცილა – 6:4, 7:6 (7:4).

კალაშნიკოვამ და კიჩენოკმა სტამბულის ტურნირის ფინალში გასვლით 34 სარეიტინგო ქულა გაინაღდეს, გამარჯვების შემთხვევაში კი 50 ქულას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ოქსანას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა კლასიფიკაციაში 1440 ქულით 62-ე ადგილი უკავია და ეს, ქართველი ჩოგბურთელებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

0.113185