როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ინდიან ველსის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 946 740 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეს პირველივე წრეში გამოეთიშა, წყვილთა შეჯიბრში კი ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა სცდის.
ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ შუკო აოიამასთან გახლავთ შეამხანაგებული და უნდა ითქვას, რომ ამ წყვილს წილისყრისას არ გაუმართლა, რადგანაც საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ ჩინურ-ტაივანურ დუეტს (შუაი პენგი/ს-ვეი ჰსიე) გაეჯიბრება.
საინტერესოა, რომ BNP PARIBAS OPEN-ზე უკვე საწყისი წრის დაძლევისთვის 120 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული. ისიც ვთქვათ, რომ ამჟამად ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში კალაშნიკოვას 1677 ქულით 50-ე ადგილი უკავია.
ოქსანა ინდიან ველსში პირველ შეხვედრას 6 მარტს ჩაატარებს.