ჩოგბურთი

23:07 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ერთ გეიმს დასჯერდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ მექსიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ვერ გააღწია.

კალაშნიკოვამ კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ბელგიელ ისალინ ბონავენტურს 7:6 (7:5), 3:6, 6:2 სძლია, მე-2 წრეში კი ამერიკელ ჯულია ბოსერუპს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 54 წუთში 0:6, 1:6 დამარცხდა.

მონტერეის ტურნირზე ოქსანამ 10 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და კანადელი გაბრიელა დაბროვსკი მე-2 ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე მექსიკელებს – ალეხანდრა სისნეროსს და კამილა ფუენტესს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.118164
სარეკლამო ადგილი - 99
X x X