ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილი ჩინურ ნინგბოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) წარმატებულ თამაშს განაგრძობს.
ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელების მე-4 ნომრად განთესილმა დუეტმა ნახევარფინალში ჩინელი ჰანის და იაპონელი მიამურას ტანდემს 7:6 (8:6), 6:4 სძლია და ფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 117 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, გამარჯვების შემთხვევაში კი ოქსანა და ირინა 160 ქულას მიიღებენ.
გასულ შეხვედრაში მეტოქეებმა ზუსტად ერთნაირი რაოდენობის ქულები (70:70) მოიგეს, კალაშნიკოვას და ბურიაჩოკიას წარმატება კი გადამწყვეტ მომენტებში მობილიზებამ განაპირობა. ამაზე ერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს. ჰანს და მიამურას ერთბაშად 14 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, საიდანაც მხოლოდ 2 გამოიყენეს.
ფინალურ მატჩში ოქსანას და ირინას მოწინააღმდეგები ტაივანელი იუნ-იან ჩანი და ჩინელი შუაი ჟანგი იქნებიან. მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მე-3 ნომრად განთესილი რუმინულ-სლოვაკური წყვილი (ბეგუ-ჰუსაროვა, მე-3 განთესვა) არ გამოცხადდა.