ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 2 440 000 დოლარი) გამოეთიშა.
2014 DONGFENG MOTOR WUHAN OPEN-ის წყვილთა შეჯიბრში კალაშნიკოვამ და ფრანგმა ლაურა ტორპემ გერმანელ მონა ბარტელთან და ლუქსემბურგელ მენდი მინელასთან 6:3, 3:6, 8:10 წააგეს.