„დინამო“ არენაზე“ მიმდინარე კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის პირველი ტაიმი კალაძის მეგობრების გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
მოედნის ცენტრიდან პირველი დარტყმა კახას ვაჟმა ლევან კალაძემ შეასრულა.
ტაიმის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომნტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ასპორცენტიანი საგოლე მომენტი მე-20 წუთამდე არავის შეუქმნია. მე-20 წუთზე კი შევჩენკო პირისპირ დარჩა შოვკოვსკისთან, მაგრამ ყოფილმა თანაგუნდელს ვერ აჯობა.
25-ე წუთზე არველაძე კარბონემ საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თავიდან შოთამ თავადვე ისურვა პენალტის დარტყმა, მაგრამ შემდეგ დემეტრაძეს დაუთმო და დემემაც ისეთი „გაუგორა“ როსის, რომ იტალიელი მეკარე არც განძრეულა - 1:0.
კალაძის მეგობრების გუნდი: შოვკოვსკი, ვაშჩუკი, გროსო, კანავარო, კოუტუ, კობიაშვილი, ტონი, შოთა არველაძე (არჩილ არველაძე 39), იაშვილი, დემეტრაძე, მუჯირი (რებროვი 23)
მილანი: როსი, მალდინი, კალაძე, ბარეზი (ფავალი 29), ოდო, ფლამინი, შიმიჩი, ჯუნტი (კარბონე 23), სერჟინიო, შევჩენკო, ინძაგი
მსაჯი: ლუბოშ მიხელი