“ზესტაფონის” მორიგი ახალწვეული ნახევარმცველი ბექა კაკუშაძეა.
ზესტაფონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კაკუშაძე 2009-2011 წლებში ქუთაისის “მართვეში” თამაშობდა, ხოლო 2011-2013 წლებში – ქუთაისის “ტორპედოში”.
ახალგაზრდა ფეხბურთელი “ზესტაფონს” უკვე შეუერთდა და მარტვილის “მერანთან” ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.