ფეხბურთი

18:17 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკაუ ფორლანს შეუერთდა

 

"შტუტგარტში" 11-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, გერმანული მოქალაქეობის მქონე ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკაუ, კარიერას იაპონურ "სერეზო ოსაკაში" გააგრძელებს.

33 წლის ფეხბურთელმა იაპონელებთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულმადე გააფორმა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კლუბში ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანიც გამოდის.

კაკაუმ "შტუტგარტში" თამაში 2003 წლიდან დაიწყო. 11 სეზონის განმავლობაში, გერმანული კლუბის მაისურით 346 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 109 გოლი და პირად აქტივს 43 საგოლე გადაცემაც შემატა.

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ბრაზილიელმა 23 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის ავტორიც გახდა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიკაკაუ
0.112344