8 თებერვალს სერია A-ს მორიგ კალენდარულ მატჩს “მილანი” ნეაპოლის “სან პაოლოზე” ჩაატარებს. “როსონერის” “ნაპოლისთან” დაპირისპირებისას კაკას იმედი არ ექნება – ბრაზილიელს გრიპი შეეყარა და ექიმებმა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.
ამ ცნობას Corriere dello Sport ავრცელებს, ჩვენი მხრიდან კი შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას 31 წლის კაკამ სერია A-ს 16 შეხვედრაში იასპარეზა და 5 გოლის გატანა მოახერხა.