დღევანდელი La Gazzetta dello Sport-ის ბოლო გვერდი სრულად კაკას მიერ “მილანის” მაისურით გატანილ მე-100 გოლს დაეთმობა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ თანხები არ დაიშურა სარეკლამო ადგილისთვის, რათა ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის ღირშესანიშნავი მოვლენა მიელოცა.
შეგახსენებთ, რომ კაკა მილანელთა ისტორიაში მე-10 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის რიგებში 100 გოლი მიითვალა და მხოლოდ – მე-4 მოთამაშე, ვინც აღნიშნული სილვიო ბერლუსკონის ერაში შესძლო.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, 31 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა საიუბილეო გოლი ბერგამოს “ატალანტასთან” გასულ მატჩში შეაგდო, რომელიც “როსონერომ” 3:0 მოიგო.