დღეს “სან სიროზე” იტალიის სერია A-ს მატჩში “მილანმა” ბერგამოს “ატალანტას” 3:0 მოუგო. შეხვედრაში ანგარიში კაკამ გახსნა. მისი 35-ე წუთზე გატანილი გოლი “როსონერის” მაისურით ბრაზილიელის მეასე ბურთი გამოდგა.
სადღეისოდ 31 წლის კაკა 2003-09 წლებში მილანელთა ღირსებას იცავდა, შემდეგ მადრიდის “რეალში” გადაბარგდა, “როსონერის” კი 2013-ის შემოდგომით დაუბრუნდა.
ბერგამოელთა ძლევით მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, სტეფანო კოლანტუონოს “ატალანტამ” კი ზედიზედ 6 შეხვედრაა მოგების გემო არ იცის.