“მილანის” პლეიმეიკერმა კაკამ ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომელთა თამაშიც უშუალოდ მოედნიდან აქვს ნანახი. “როსონერის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საუკეთესოებად კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ზინედინ ზიდანი დაასახელა.
“მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია, ზიდანი და მესი არიან. მათ შორის საუკეთესო კი, ვინც ჩემი თანაგუნდელი ყოფილა, კრიშტიანუ რონალდუა”, - განუცხადა ბრაზილიელმა ესპანურ პრესას.
შეგახსენებთ, რომ კაკა “მილანში” მადრიდის “რეალიდან” დაბრუნდა.