ფეხბურთი

13:40 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაკა მუნდიალზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს

 

ბრაზილიის ნაკრების ტექნიკური დირექტორის კარლოს ალბერტო პარეირას თქმით კაკა ჯერ კიდევ  ინარჩუნებს მუნდიალზე მოხვედრის შანსს. ამ თემაზე პარეირა ბრაზილიურ გამოცემა ,,უოლისთვის’’  მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

,,ვფიქრობ და ვაანალიზებ, რამდენად საზიანო გამოდგა განვლილი 3 წელი კაკასთვის, მას ფაქტობრივად არ ჰქონდა თამაშის საშუალება, არ ეძლეოდა შანსი. არადა ჩვენ მოგვწონდა მისი თამაში და ველოდით, თუ როდის მიეცემოდა კაკას სათამაშო დრო’’.

,,ესპანეთის დატოვების შემდეგ კაკა ჩვეულ ფორმას უბრუნდება. მან მიცემული შანსი გამოიყენა და ჩვენ ვფიქრობთ როგორ მოვიქცეთ, თუმცა 7 მაისამდე საკმაოდ დიდი დროა, ვნახოთ მოხვდება თუ არა განაცხადში. კაკას ამის შანსი ნამდვილად აქვს’’ _ განაცხადა პარეირამ.

ლუიშ ფელიპე სკოლარის თვალთახედვის არეში კაკა პირველად 2002 წელს მოექცა, როდესაც ,,სან პაოლოს’’ 20 წლის ფეხბურთელი სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანა. კორეა-იაპონიის მუნდიალზე კაკამ ერთი შეხვედრა ჩაატარა. მან კოსტა-რიკასთან მატჩის მიწურულს ლეგენდარული რივალდო შეცვალა.

დიმიტრი შარიქაძე


 

0.143866