ფეხბურთი

15:55 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკა MLS-ში თამაშს აპირებს

 

“მილანის” ნახევარმცველი კაკა ამერიკის საფეხბურთო ლიგაში თამაშს გეგმავს. ბრაზილიელი ფეხბურთელი შტატებში გადაბარგებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ არ გამორიცხავს.

“მილანში დაბრუნებას არ ვნანობ. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი, ახლა სწორედ ეს დრო უდგას “მილანს”. სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელებთან ვისაუბრებ, რათა მათი გეგმები გავიგო. თუკი გუნდიდან წასვლა მომიწევს, MLS-ში თამაშის სურვილი მაქვს” – აცხადებს 31 წლის ფეხბურთელი.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კაკამ 22 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.114132