“მილანის” ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა კაკამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში “ბარსელონასთან” მატჩის (1:1) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასურველ ფორმაში ჩადგომა ჯერ ვერ მოასწრო.
“ბევრჯერ მითამაშია “ბარსელონას” წინააღმდეგ. კარგად ვიცოდი, რომ წინ უმძიმესი შეხვედრა გველოდა და შეტევაზე არანაკლები ყურადღება დაცვისთვის უნდა დამეთმო. სასურველი კონდიციების აღსადგენად ჯერ კიდევ მჭირდება დრო, მაგრამ ამ ეტაპზე მაქსიმალურად დავიხარჯე. ეს პირველ ყოვლისა “მილანის” ერთგული ქომაგების დამსახურებაა, რომელთა მხრიდანაც უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ” – განაცხადა კაკამ.