მადრიდის ”რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა და მისი მშვენიერი მეუღლე კაროლინ სელიკო, ივნისში პასიურად დასვენებას ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნაში გეგმავენ, როგორიც სოლომონის კუნძულებია. ცოლ-ქმართან ერთად არ იქნება მათი შვილი, რომელსაც ბრაზილიაში კაკას მშობლებთან გაუშვებენ და ცოლ-ქმარს არგენტინაში გასამართ კოპა ამერიკამდე დარჩენილი პერიოდის ერთად და ტკბილად გატარების იმედი აქვთ.
როგორც კაროლინ სელიკო ამბობს, ერთ საღამოს, როდესაც კაკა ვარჯიშიდან დაბრუნდა, ცოლ-ქმარი ისხდნენ და ეძებდნენ ქვეყანას, სადაც ყველაზე კარგად და ორიგინალურად დაისვენებდნენ. იმის გამო, რომ კაკას და მის ოჯახობას თითქმის ყველა ცნობილი და პოპულარული კურორტი უკვე მოვლილი აქვს, გადაწყვიტეს, რომ ამჯერად, აქცენტი ეგზოტიკაზე გააკეთონ და სწორედ ამიტომაც მიაპყრეს მზერა სოლომონის კუნძულებს.
ამ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ კაროლინის მეგობარი ყოფილა, რომელიც ფრიად კმაყოფილი დარჩენილა იქ გატარებული პერიოდით და დაქალის რჩევებს აყოლილმა კაროლინ სელიკომაც ქმართან ერთად ამ კუნძულოვან ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა.