ვერ გეტყვით, განსაკუთრებულს რას ხედავენ სპორტსმენები პოლიტიკოსობაში, თუმცა ფაქტია, რომ ცნობილი ფეხბურთელების ერთი ნაწილი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, პოლიტიკით და პოლიტიკოსობით ნამეტანი ინტერესდება. ახლა ასეთ ”დაინტერესებულებს” ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი კაფუც შეუერთდა.
შორს წაგვიყვანს იმაზე სუბარი, თუ რაოდენ პოპულარული იყო და ალბათ დღესაც არის კაფუ მთელ მსოფლიოში. ამ ადამიანს პატივს არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ ევროპაშიც სცემენ. თუმცა, პოპულარობის ერთი შეხედვით გაკვალულ და ნათელ გზას მანაც პოლიტიკა ამჯობინა და ცოტა ხნის წინათ ოფიციალურად განაცხადა, რომ ”ბრაზილიის დემოკრატიულ პარტიაში” საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებს.
”დემოკრატიული პარტია” ამჟამად ბრაზილიის მმართველი პოლიტიკური ჯგუფი არაა, თუმცა საკმაოდ დიდი გავლენებით სარგებლობს და ამ პარტიის წევრები პერიოდულად ხელისუფლებაში მაღალ პოსტებსაც იკავებენ ხოლმე. პარლამენტში კი მინიმუმ უმცირესობა, ყოველთვის მათია. ასე რომ, კაფუს პარლამენტარობის თუ არა, რომელიმე სამინისტროს მაღალჩინოსნობის იმედი მაინც აქვს. თუმცა, ბრაზილიის პოლიტიკაში ჩართვა რთული და სახიფათო საქმეა...