ფეხბურთი

15:09 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაფუ: "რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა"

 

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი კაფუ ამბობს, რომ მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეათედ გახდება, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ თავის საუკეთესოობას დაადასტურებს.

"ვფიქრობ, "რეალი" გაიმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკომ" ევროპაში სიძლიერე დაამტკიცა, მადრიდელები მაინც შეძლებენ ჩემპიონობას. მათ რონალდუ ჰყავთ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა და პორტუგალიელი "რეალს" დიდი სამუშაოს გაუწევს." _ განუცხადა ESPN-ს კაფუმ.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ "ლივერპულთან" მარცხი უდიდესი შოკი იყო.

"პირველ ტაიმში 3:0 ვიგებდით და შემდეგ როგორც იცით დავმარცხდით. ჩემთვის ეს იყო კარიერის უდიდესი შოკი. მაშინ "მილანი" უძლიერესი კლუბი იყო. მარცხიდან ორ წელიწადში ლივერპულელებს რევანში ავუღეთ და "მილანმა" ჩემპიონთა ლიგა მეშვიდედ მოიგო."

გიორგი ბალახაძე

0.128369