“მონპელიეს” ნახევარმცველ რემი კაბელას ინგლისში გადაბარგების შანსი დღითიდღე იზრდება. ჯერ კიდევ შუა სეზონში გახდა ცნობილი, რომ 24 წლის ფეხბურთელის გადაბირება “ნიუკასლს” სურდა. ორიოდ კვირის წინ, ბრიტანული სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად იყო, კაბელას ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა. ამ დღეებში კი ჟურნალისტები “ჩელსის” ინტერესზეც ალაპარაკდნენ.
Metro-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” “მონპელიეს” 7 მილიონ გირვანქას შესთავაზებს, ფეხბურთელს კი 90-ათასდოლარიან ყოველკვირეულ ხელფასს.